„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს დასრულდება
„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს, 31 ივლისს დასრულდება.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აღნიშნავენ, პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სააგენტო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოების და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
„პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის ზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 300-მდე პირი დაფინანსდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამსახურებში (გორი, სამების №1) მიმდინარეობს. გარდა ამისა, მსურველებს განაცხადის გაგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც: info@ idp. gov.ge შეუძლიათ.