შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ბიოოლოგიის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის გასაგებად აბიტურიენტი ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა შევიდეს, შესაბამის ველში კი პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი მიუთითოს.
პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლის და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ცნობისთვის, ბიოლოგიის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 18.