საზოგადოება
31.07.2026 16:18
სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა (პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძე) ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. შოტლანდიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ხატისკაცი +115 კგ. და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, სუმოისტი საქართველოს ნაკრებთან ერთად, ვერცხლის პრიზიორია.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირის ამბები