გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მდებარე „კახის კლუბში“ ძალოსნობის ღია ტურნირი - „რეკორდების დღე“ ჩატარდა.
შეჯიბრში, რომელიც 13 და 15 წლამდე ძალოსნებს შორის გაიმართა, საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის 160-მდე სპორტსმენმა იასპარეზა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საუკეთესოს ვინაობა გუნდურ ჩათვლაშიც გაირკვა. 13 წლამდელთა შორის მოპოვებული ქულებით და მედლებითაც გამარჯვებული, მასპინძელი გორის გუნდი გახდა, რომელიც მეღვრეკისის „კახის კლუბის“ და სოფელ ზერტის ძალოსნებს აერთიანებს. 13 წლამდელთა შორის ქულების რაოდენობით II ადგილი თბილისის გუნდმა, ხოლო III ადგილი საჩხერეს გუნდმა დაიკავა. მედლებით რაოდენობით II ადგილზე ქუთაისის გუნდი, ხოლო III ადგილზე წყალტუბოს გუნდი გავიდა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, გორელმა სპორტსმენებმა „რეკორდების დღეზე“ შემდეგ წრამატებას მიაღწიეს:
I ადგილი ნიკოლოზ მაისურაძემ (36 კგ.), თაზო მაისურაძემ (40 კგ.), ბადრი სომხიშვილმა (44 კგ.), დემნა კასრაძემ (77 კგ.) და ანდრია ქებაძემ (+79 კგ.) დაიკავეს; II ადგილზე მიხეილ ჯოხაძე (48 კგ.) და გაბრიელ მაისურაძე (55 კგ.) გავიდნენ; III ადგილის მფლობელი გაბრიელ ედიშერაშვილი (29 კგ.) გახდა.