საზოგადოება
03.08.2026 16:06
გორის მუნიციპალიტეტიდან 30 ახალგაზრდა ანაკლიის ბანაკში გაემგზავრა - გორის მერი ბანაკის მონაწილეებს გამგზავრებამდე შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გორის მუნიციპალიტეტიდან 30 მოზარდი გაემგზავრა. ბანაკში გამგზავრებამდე მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძესთან ერთად შეხვდა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მერმა ბანაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდებისთვის ახალი გამოცდილების მიღების, ცოდნის გაღრმავების და სხვადასხვა უნარის განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს.

რაც შეეხება პროექტს, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მოზარდებს 3-დან 7 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და 14-17 წლის ასაკის მონაწილეები საკვანძო კომპეტენციების განვითარებისკენ მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ აქტივობებში ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, პროექტს ახალგაზრდობის სააგენტო „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
კვირის ამბები