შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფომაციით, შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს.
მხარეებმა, ასევე პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებაზე, უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.