საზოგადოება
04.08.2026 13:05
„მელოდიები ძველი გორიდან“ - გორში, ღია ცის ქვეშ მუსიკალური საღამო გაიმართა
გორში, ღია ცის ქვეშ კულტურულ-შემეცნებითი და მუსიკალური საღამო - „მელოდიები ძველი გორიდან“ გაიმართა.

ძველი ხიდის მიმდებარედ, ბულვარში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ძველი გორის 40 საარქივო ფოტოსგან შემდგარი გამოფენა დაეთვალიერებინათ, XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქალაქურ სამოსში გამოწყობილი მსახიობების თეატრალიზებული პერფორმანსი ენახათ და დისკუსიისთვის - „საუბრები ძველ გორზე“ მოესმინათ, რომელიც ქალაქის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნებოდა.

საღამო მუსიკალურად გააფორმა და კლასიკური ჯაზის კომპოზიციები შეასრულა ადგილობრივმა ჯაზ-ბენდმა („კანუდოსი“).

„პროექტის მიზანი გორის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ძველი ქალაქის ისტორიის, არქიტექტურის და ყოველდღიური ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.

„მელოდიები ძველი გორიდან“ - გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები