„გზავნილი მშვიდობას“ - საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში სახელოვნებო ფესტივალი გაიმართება
საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ყოველწლიური სახელოვნებო ფესტივალი -„გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება.
ღონისძიებას ანტონ ფურცელაძის სასახლე 8 აგვისტოს უმასპინძლებს და დასწრება თავისუფალია.
რაც შეეხება პროგრამას, ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის საზეიმო გახსნამდე, 12:00 საათზე არბოს ტაძარში მშვიდობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება. 14:00 საათზე კი ფესტივალის საზეიმო გახსნაა დაგეგმილი.
15:00 საათზე კინოჩვენებები - „აგვისტოს ომზე“ (რეჟისორი მ. ჩხაიძე), „შავი შაშვი ჩიო-ოო-და“ (რეჟისორი გ. ჭუმბურიძე) გაიმართება და მოეწყობა დისკუსია;
17:00 საათზე შედგება პოეზიის საათი და შეხვედრები თანამედროვე ავტორებთან (გიორგი სოსიაშვილი, ქეთი ჯოლბორდი);
19:00 საათზე ფესტივალს ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი საზეიმოდ დახურავს.
საოკუპაციო ხაზთან სახელოვნებო ფსტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ და artvision-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.