გამოქვეყნდა იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებსაც სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტი ნაწილობრივ ან სრულად ჩაანაცვლებს
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Microsoft-ის კვლევის შედეგები, სადაც ჩამოთვლილია ის პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გავლენა ყველაზე მეტად შეეხება. ამასთან, კომპანიამ წარმოადგინა ისეთი პროფესიების ნუსხაც, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს.
ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, სპეციალისტების გუნდმა გამოავლინა სამუშაოები, რომელთა შესრულებისას ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს დახმარებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავენ.
იმ პროფესიების ჩამონათვალში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი ზოგ შემთხვევაში სრულად, გარკვეულ შემთხვევებში კი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს, არაერთი პოპულარული მიმართულება მოხვდა, რომელთა შორისაა მთარგმნელები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები, მათემატიკოსები, კორექტორები.
ვრცელი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
თარჯიმნები და მთარგმნელები
გაყიდვების წარმომადგენლები
მგზავრების მომსახურე პერსონალი
სოფლის მეურნეობისა და საშინაო ეკონომიკის სფეროს მასწავლებლები
დიქტორები და რადიო დიჯეები
კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლები
ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები
პირადი ფინანსური მრჩევლები
პროდუქტის წარმდგენები და პრომოუტერები
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები
მაღაზიის მოლარეები და გაქირავების თანამშრომლები
მენეჯმენტის ანალიტიკოსები
ტელემარკეტინგის სპეციალისტები
სარეკლამო გაყიდვების აგენტები
გამოქვეყნდა პროფესიებიც, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს, ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან, ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციასთან და ტექნიკის მართვასთან.
ამ პროფესიების ჩამონათვალი ამგვარად გამოიყურება:
მძიმე ტექნიკის ოპერატორები
რკინიგზის დაგების და ექსპლუატაციის სპეციალისტები
წყლის გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი
ხიდებისა და არხების ამგები და მომსახურე პერსონალი
პროთეზირების სპეციალისტები
გაზის კომპრესორის/სატუმბი სადგურის ოპერატორი
ხე-ტყის დამუშავების ოსტატები და მებაღეები
სამრეწველო სატვირთო მანქანებისა და ტრაქტორების მძღოლები
სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფის სპეციალისტები
მღებავი/მებათქაშე/მლესავი და მათი დამხმარეები
საბურავების შემკეთებლები/შემცვლელები
სამედიცინო აღჭურვილობის მომზადების სპეციალისტები