სპორტი
06.08.2026 16:49
„გორის“ საფეხბურთო სკოლას II კატეგორია მიენიჭა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში, „გორის“ საფეხბურთო სკოლას II კატეგორია მიანიჭა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კატეგორია სკოლამ ფედერაციაში წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე, სამწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო, რაც სკოლის ინფრასტრუქტურის, მენეჯმენტის და სავარჯიშო პროცესის განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი საფეხბურთო სკოლები ოთხ კატეგორიად იყოფა: I კატეგორია - ფეხბურთის აკადემია (უმაღლესი დონე); II კატეგორია - ფეხბურთის სკოლა; III კატეგორია - კანდიდატი ფეხბურთის სკოლა და IV კატეგორია - ფეხბურთის წრე (დაბალი დონე).
კვირის ამბები