გორელი ხელბურთელები საქართველოს ჩემპიონატის გადათამაშების ეტაპზე მონაწილეობენ, დაწარმატების შემთხვევაში გუნდები უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ.
აღსანიშნავია, რომ ვაჟ ხელბურთელთა გორის გუნდმა პირველი თამაში უკვე გამართა და „სტუ“ 28:20 დაამარცხა. გოგონათა გუნდი „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 27:27 დასრულდა.
რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, დღეს, 17 სექტემბერს, ვაჟ ხელბურთელთა გორის გუნდი „ბათუმს“ დაუპირისპირდება, გოგონები კი „ფსოუს“ წინააღმდეგ გამართავენ შეხვედრას.
19 სექტემბერს „გორი“ (ვაჟები) „ზუგდიდის“ და „გორი“ (გოგონები) „ოლიმპია 2“-ის დაპირისპირება ჩატარდება. 20 სექტებერს კი გორის ვაჟა გუნდი „ქარიშხალას“ წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება გოგონათა გუნდს, „გორი“ „არგოს“ შევხდება.