EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი- EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ი ოთხი საპრიზო ადგილით დაასრულეს.
გორელთა ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია.
შეჯიბრის გამარჯვებულები ჯუმბერ მელაძე (81 კგ.) და ვლადიმერ ახალკაცი (90 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალი კი თენგიზ ხიდაშელის (73 კგ) და ვაჟა ავაზნელის (90 კგ.) ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.