საზოგადოება
21.09.2026 10:23
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. საუფლო დღესასწაული უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნიდან აღინიშნება.

ღვთისმშობლის შობის დღე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა“ იწოდებიან, როგორც იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.
ღვთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
კვირის ამბები