21 სექტემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა და წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას - შეწყდეს ცეცხლი და ძალადობა. ეს არის დღე, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.
„პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“, - ეს იყო თარიღის დაარსების იდეა და მიზანი. ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ერს და ხალხს, პატივი მიაგონ საომარი მოქმედებების შეჩერებას დღის განმავლობაში და სხვაგვარად აღნიშნონ ეს დღე - განათლებისა და საზოგადოების ინფორმირების გზით მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 21 სექტემბერს, აღნიშნული დღის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთის ჯარები არ დაესხმიან თავს მეამბოხეებს, თუ ისინი თავად არ განახორციელებენ თავდასხმას.