გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება და პროექტი ტერიტორიის სრულად მოწესრიგებას, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო სივრცის, დასასვენებელი ზონებისა და ფანჩატურების მოწყობას ითვალისწინებს, პატარებისთვის, ასევე განთავსდება ატრაქციონებიც.
„პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დასასვენებლად ახალი, მოწესრიგებული და კომფორტული რეკრეაციული სივრცე ექნებათ. ტერიტორია გამწვანდება და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე სოფელ ქიწნისში სკვერის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.