სპორტი
21.09.2026 16:14
ძიუდოში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს
ძიუდოში გამართულ საქართველოს მესამე სარეიტინგო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს
შეჯიბრი 2012-2013 წწ. დაბადებულ ძიუდოისტთა შორის ჩატარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ლუკა სეხნიაშვილმა, დაჩი მღებრიშვილმა და გიორგი პიპინაშვილმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ორი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტია.
კვირის ამბები