გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და საცოვრებელი სივრცე უნივერსიტეტის მეხუთე სასწავლო კორპუსის ორ სართულზე მოეწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა ცხრამეტ საცხოვრებელ ოთახს, ორ რეკრეაციულ სივრცეს, ორ სამზარეულოს და ადმინისტრაციულ ოთახს მოიცავს.
„პროექტი სტუდენტებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს.
თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და სტუდენტებისთვის ღირსეული პირობების შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ცენტრალური და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.