ყველაფერი
22.09.2026 09:42
22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დინამიკური, ტრანსფორმაციული და სიახლეებით აღსავსე პერიოდია. ამ პერიოდში აქტიურდება ურთიერთობების თემები, წონასწორობისა და ბალანსის პოვნა უმნიშვნელოვანესი ხდება.

♈ ვერძი
გელით სასიამოვნო ამბები და რომანტიკული შეხვედრები. ეცადეთ, ბევრი არ ილაპარაკოთ, მაგრამ არც მარტო დარჩეთ, კომუნიკაცია დღეს თქვენი წარმატების გასაღებია.

♉ კურო
ენდეთ და უსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას, ის სწორ არჩევანს გიკარნახებთ. დღე ასევე ხელსაყრელია ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ვიტამინების კურსის დასაწყებად.

♊ ტყუპები
შესანიშნავი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. თუ არ იზარმაცებთ, თქვენი შრომის შედეგი გარშემომყოფების დიდ მოწონებას დაიმსახურებს, თუმცა, უცხო ადამიანებთან სიფრთხილე გმართებთ.

♋ კირჩხიბი
მოსალოდნელია საქმიანი შემოთავაზებების მიღება, რაც ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი დავალებები ან დაიგეგმოს შორეული მგზავრობა.

♌ ლომი
პოზიტიური დღეა აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად. თქვენი ლიდერული თვისებები და ენერგია დაგეხმარებათ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევაში.

♍ ქალწული
ენერგიული, წარმატებული, თუმცა, საკმაოდ დატვირთული დღე გელოდებათ. სამუშაო პროცესში გამოიყენეთ ფანტაზია, მაგრამ თუ საქმე ფინანსებს ეხება, გადაწყვეტილებები ხელმძღვანელობასთან შეათანხმეთ.

♎ სასწორი
ეს პერიოდი თქვენგან სახლსა და გარე სამყაროს, ასევე პირად მოთხოვნილებებსა და პარტნიორულ ურთიერთობებს შორის ბალანსის გადახედვას მოითხოვს. ენდეთ საკუთარ დიპლომატიას.

♏ მორიელი
სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატება ან ახალი, პერსპექტიული პროექტის შემოთავაზებაა მოსალოდნელი. ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ განვითარდება და შესაძლოა, სოლიდური მატერიალური სარგებელიც მიიღოთ.

♐ მშვილდოსანი
ცვლილებებისა და სიურპრიზების დღეა, ამიტომ წინასწარ მოაწესრიგეთ მიმდინარე საქმეები. მოერიდეთ ნაჩქარევი და ზედმეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას.

♑ თხის რქა
საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის დროა, რასაც, შესაძლოა, ამბიციების მოზღვავებაც მოჰყვეს. არ მოუსმინოთ ჭორებს და თამამად განაგრძეთ გზა დასახული მიზნებისკენ.

♒ მერწყული
გელით საქმიანი შეხვედრები პარტნიორებთან. თქვენი იდეები გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, რაც სამომავლო თანამშრომლობის კარგ საფუძველს შექმნის.

♓ თევზები
წარმატებული და საინტერესო დღეა რთული და შრომატევადი საკითხების მოსაგვარებლად. აუცილებლად ჩაინიშნეთ ყველა იდეა, რომელიც თავში მოგივათ, რადგან მათ მოგვიანებით ბრწყინვალედ განახორციელებთ.
კვირის ამბები