სპორტი
22.09.2026 10:52
ხელბურთელ გოგონათა და ვაჟთა გორის გუნდებმა საქართველოს ჩემპიონატის გადათამაშების ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს

ხელბურთელ გოგონათა და ვაჟთა გორის გუნდებმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატის გადათამაშების ეტაპზე ხელბურთელ ვაჟთა გორის გუნდმა „სტუ“, „ბათუმი“, „პრომეთე“ „ზუგდიდი“ და „ქარიშხალა“ დაამარცხა.

შესარჩევ ეტაპზე „გორი“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: თორნიკე გაგლოშვილი, გიორგი ახალბედაშვილი, გიორგი ტიელიძე, მიხეილ ბერუაშვილი, ოთარ ზუბიაშვილი, ლაშა შემშენოვი, გიორგი ვათიაშვილი, საბა ნაკაშიძე, ტატო მჭედლიშვილი, ამირან ბადაშვილი, გიორგი საათაშვილი, ვასილ უსაჩევი, რომან კოსტირინი, ნიკა კაპანაძე, ლუკა ნატროშვილი, ლაშა ჭიქინაშვილი, დავით ყურელი, პაატა ჯობინაშვილი და ლუკა ჩილაშვილი (მწვრთნელი - გია მამაცაშვილი; მოთამაშე/მწვრთნელები: თორნიკე გაგლოშვილი, ლაშა შემშენოვი).

რაც შეეხება ხელბურთელ გოგონათა გორის გუნდს, „სამტრედიასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა, „ფსოუ“, „ოლიმპია“ და „აჭარის“ გუნდები კი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ოთხმა გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ბურთების რაოდენობით გადაწყდა.

საქართველოს ჩემპიონატის გადათამაშების ეტაპზე გორის გუნდი შემდეგი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული:ანა ბურნაძე, ნატალი გაზაშვილი, მარიამ კოპაძე, ქეთი ჯალაბაძე, ანნა ოქროპირიძე, თეკლა ჯანეზაშვილი, ნინი ტლაშაძე, ლიზი ედიშერაშვილი, თიკო სისოშვილი, ნატალი ბიწაძე, ნინი ხეჩიკაშვილი, ლიზი ტლაშაძე, თიკა სამადალაშვილი, ანასტასია კოპაძე და მარიამ შერმადინი (მწვრთნელები: თორნიკე გაგლოშვილი და გია მამაცაშვილი).

კვირის ამბები