

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მანისას პროვინციაში, თურგუთლუს რაიონის ერთ-ერთი სკოლის წინ მე-9 კლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რა დროსაც, სხეულის დაზიანება ამავე სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო.
ათივე ბავშვი თურგუთლუს ცენტრალურ კლინიკაშია გადაყვანილი, დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა ძალზე მძიმეა.
მოზარდმა, რომელმაც სკოლის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა, გაქცევა სცადა, თუმცა, სამართალდამცავებმა იგი უმოკლეს დროში დააკავეს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი