კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში გორის „დილა“ „სპაერს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში მეთერთმეტე წუთზე გაიხსნა. გორელთა კარში გოლი თემურ ცალუღელაშვილმა გაიტანა. 22-ე წუთზე ანგარიში შოთა შეყილაძემ გაათანაბრა. 31-ე წუთზე გორის „დილა“ მოჰამედ კანტეს გოლით დაწინაურდა. 43-ე წუთზე, თბილისელთა კარში კიდევ ერთი გოლი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებით დროში კი მოჰამედ კანტემ დუბლი შეასრულა.
რაც შეეხება შემდეგ თამაშს, „დილა“ „რუსთავის“ წინააღდეგ გამართავს. საფეხბურთო მატჩი 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (თბილისი) უმასპინძლებს.