სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VI, VII, VIII, IX, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირს, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება.
რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 200-400 ლარით განისაზღვრება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს. დაინტერესებულ პირებს გამოხმაურების ვადა 27 სექტემბერს ეწურებათ.