დისტანციური მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღება ონლაინ პორტალზე - my.gov.ge - უკვე შესაძლებელია.
ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციით, სახლიდან გაუსვლელად ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად პორტალზე - my.gov.ge - მსურველმა უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება, ატვირთოს საკუთარი ფოტოსურათი, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით.
„დისტანციური მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული ბიომეტრიული პასპორტი. ონლაინ რეჟიმში პასპორტის მისაღებად კი დაგჭირდებათ ფოტოსურათი, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
უკვე დამზადებული პასპორტის მიღება შეგიძლიათ: ფოსტის მეშვეობით თქვენთვის სასურველ მისამართზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ან დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირის საშუალებით ან/და პირადად“, - აცხადებენ ციფრული მმართველობის სააგენტოში.