გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 4-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: სავალდებულოა, ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შესაბამისი სპეციალობის განათლება ან/და კვალიფიკაცია; ასევე სასურველია ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება და ენისა და მაეტყველების სპეციალისტის მიმართულებით გავლილი ჰქონდეს ტრენინგკურსები.
გამოცხადებულ პოზიციაზე სავარაუდო ანაზღაურება 350-370 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) -ზე, 3 ოქტომბრამდე უნდა გაგზავნონ.
სამუშაოს დაწყების თარიღად 15 ოქტომბერია მითითებული.