შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებზებზე იმსჯელეს.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, საკითხების კოორდინირებულად განხილვა აუცილებელია, რადგან რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი ესწრებოდა.