სპორტი
25.09.2026 14:46
გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი დიამანტის ვავალისი სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი დიამანტის ვავალისი ეროვნული ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სექტემბერში ჩატარებული ხუთი მატჩიდან გორის „დილამ“ სამი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა, ერთში კი დამარცხდა.
როგორც ვავალისმა აღნიშნა, ჯილდო გუნდის ერთიანობის შედეგია.

„გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბში მოსვლის დღიდან, ბიჭებთან ერთად შევძელით და შევცვალეთ სიტუაცია. ამ პრიზს, პირველ რიგში, ისინი იმსახურებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატი მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ, რადგან უკვე ნახევარფინალში ვართ“, - აღნიშნა დიამანტის ვავალისმა.

41 წლის ბერძენი სპეციალისტმა გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2026 წლის ივნისში დაიკავა.
კვირის ამბები