სპორტი
25.09.2026 17:00
შიდა ქართლის პირველობაზე ფეხბურთში გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
ფეხბურთში გამართულ შიდა ქართლის პირველობაზე გორის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2026“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალში გორის გუნდი ქარელის გუნდს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. მესამე ადგილი კი ხაშურის გუნდმა დაიკავა. ტურნირის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოვლინდნენ და საუკეთესო მეკარედ გორელი ივერი მჭედლიშვილი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2026“ გორის გუნდური გამარჯვებით დასრულდა. გორელებმა თამაშების ოთხივე სახეობაში, ჯამში, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და სპორტული თამაშების გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასიც დაიმსახურეს.
კვირის ამბები