საზოგადოება
28.09.2026 10:20
გორის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა
გორის მერიაში მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ მიმართულებებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზეც იმსჯელეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

სამუშაო შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირის ამბები