სპორტი
28.09.2026 12:22
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მსოფლიოს პირველობა თბილისში ჩატარდა და ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიის (4:1) და
მონღოლეთის (4:0) გუნდები დაამარცხა. ფინალში ქართველმა პარაძიუდოისტებმა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებს 4:2 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.
 
 
კვირის ამბები