საზოგადოება
28.09.2026 12:24
„ერთად უფრო ძლიერები“ - 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ გზით დაავადების პრევენციაა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი -„ერთად უფრო ძლიერები“, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა რგოლის ჩართულობა.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივით 2007 წლის 28 სექტემბერს დაარსდა და ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს უკავშირდება, რომელმაც 1885 წელს ცოფის პირველი ვაქცინა შექმნა.

საქართველო ამ ინიციატივას 13 წლის წინ, 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს.

შეგახსენებთ, დღეს, 28 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის კვირეული დაიწყო და სურსათის ეროვნული საააგენტოს რეგიონულ ოფისებში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.
კვირის ამბები