ვეტერანებს შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გორელმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს
ვეტერანებს შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გორელმა ძიუდოისტებმა სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
გორელთა მიერ მოპოვებული მედლებიდან ორი ოქროს, ერთი კი ვერცხლის სინჯისაა.
პაატა მერებაშვილი (66 კგ.) და გიორგი პაპუნაშვილი (100 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. შოთა ოქროპირიძემ (81 კგ.) კი ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
სარაევოში (ბოსნია-ჰერცეგოვინია) გამართულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 39 მედალი მოიპოვა და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.