29 სექტემბერი ისტორიაში არაერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენით არის გამორჩეული მსოფლიოს მასშტაბით.
1789 წელი - აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაამტკიცა კანონი, რომლითაც ჩამოყალიბდა ქვეყნის მუდმივი რეგულარული არმია.
1829 წელი – ლონდონის პოლიციის შექმნა - მუშაობა დაიწყო რობერტ პილის მიერ რეფორმირებულმა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ - ცნობილი როგორც „სკოტლანდ იარდი“), რომელიც მსოფლიოში პირველ თანამედროვე პროფესიულ პოლიციურ ძალად ითვლება.
1911 წელი - იტალიამ ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას, რის შედეგადაც, მოგვიანებით, იტალიამ ხელში ჩაიგდო დღევანდელი ლიბიის ტერიტორია.
1941 წელი - კიევის მახლობლად, ბაბი იარის ხევში, ნაცისტებმა დაიწყეს ებრაელი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა. ორ დღეში 33 000-ზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ ფაქტს ბაბი იარის ტრაგედია ეწოდა.
1954 წელი - ოფიციალურად დაფუძნდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN, რომელიც დღეს მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიაა.
106 ძვ. წ. – დაიბადა პომპეუს დიდი, რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი.
1547 წლის 28 სექტემბერს დაიბადა მიგელ დე სერვანტესი - გენიალური ესპანელი მწერალი, „დონ კიხოტის“ ავტორი.
1571 წლის 28 სექტემბერს დაიბადა კარავაჯო - ბაროკოს ეპოქის დიდი იტალიელი ფერმწერი.
1901 წლის 28 სექტემბერს დაიბადა ენრიკო ფერმი, იტალიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი და პირველი ბირთვული რეაქტორის შემქმნელი.