საზოგადოება
29.09.2026 12:47
გორის №9 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა
სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 60-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, სავარაუდო ანაზღაურება კი თვეში 300-400 ლარითაა განსაზღვრული.

დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიაში); სასურველია სსსმ მოსწავლეებთან ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs. ge)-ზე, 4 ოქტომბრამდე უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 15 ოქტომბერია მითითებული.
კვირის ამბები