

საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდის stopcov.ge-ის ცნობით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა, ამ დროისთვის 739-ს შეადგენს. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 893-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს