

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე 50 დეკორატიული ურნა განათავსა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები სტალინის სახლ-მუზეუმის, შიოს წყაროს და ბარათაშვილის სკვერებში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე განთავსდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ურნების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და ქალაქის მასშტაბით, სარეკრეაციო სივრცეებსა და ცენტრალურ ქუჩებში 200 მცირე ზომის ურნა დაემატება. ამასთან, მოხდება არსებული ურნების განახლებაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს