

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 45 დევნილი ოჯახი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხის განიხილვას დღეს შეუდგება. სამუშაო ჯგუფი მუშაობას თებერვლის დასაწყისში დაასრულებს, რის შემდეგაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალ ბინებს გადასცემს.
ცნობისთვის, 2019 წელს, ახალი საცხოვრებელი ფართის მფლობელი 2097 დევნილი ოჯახი გახდა. მათ შორის 1047 ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა, 1050-ს კი, სააგენტომ, სახლი პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეუსყიდა. 2019 წელს, საცხოვრებელი, ასევე, გადაეცა 164 ეკომიგრანტ ოჯახსაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს