

გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა, რომელსაც ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა და ნეიროქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 28 იანვარს, საღამოს, გორი-ტინისხიდის გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა, არასრულწლოვანი მგზავრი კი, გორში მცხოვრები 16 წლის დათო წიკლაური, ადგილზე გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს