

ჩინეთის მედია ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდბობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 3000-ით გაიზარდა და მთლიანობაში, ამ დროისთვის, 17205 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 360-ს გადააჭრაბა.
რაც შეეხება აღნიშნული ვირუსით სხვა ქვეყნებში გარდაცვალების ფაქტებს, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ფილიპინებში გარდაიცვალა. იგი ფილიპინებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ არსებული მასშტაბების და საფრთხის გატვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ შეაფასა და გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს