

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან, კორონავირუსის საბოლოო დიაგნოსტირება საქართველოშიც შესაძლებელია. უკვე არსებობს დაავადების დასადგენი რეაგენტი, ე.წ. ტესტსისტემა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღემდე არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის შემთხვევა და ქვეყანა დაბალი რისკის ზონაში რჩება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს