

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წუხელ მოსულ თოვლს რომ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნა, საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები გზების ტექნიკური მარილით დამუშავების სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ.
„თოვლმა, გორის მუნიციპალიტეტში, გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემები არ შექმნა. ერთადერთი ახალუბანი იყო, საიდანაც დამიკავშირდნენ, სხვა მიმართულებებზე კი, ამ დრომდე, ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. თუმცა, როგორც ახალუბნის, ასევე, სხვა სოფლების მიმართულებითაც, შესაბამისი ტექნიკა მოძრაობს და ტრანსპორტის გადაადგილებაზე შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, გზების გარკვეული მონაკვეთები იწმინდება“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს