

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1300 ერთეულს გადააჭარბა.
„როიტერსი“-ს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 242-ით გაიზარდა და 1310-ს მიაღწია.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჰუბეის პროვინციაში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14 840 ადამიანს დაუსვეს. მთლიანობაში, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა.
დეკემბრიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 1716 ექიმიც, რომელთაგან ექვსი დაიღუპა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს