

სოფელ ტირძნისთან გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა ქალს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
კლინიკა ,,გორმედის“ ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ღვინიაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიული ჩარევა, რომელიც დაზიანებული ძვლის აღდგენას ითვალისწინებს, ამ წუთებში იწყება. ღვინიაშვილის ინფორმაციითვე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.
გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის ტირძნისის მონაკვეთზე მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გუშინ გადავიდა და გადაბრუნდა, შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს