

გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ 2013 წლამდელთა შორის ელიტ ლიგის გამარჯვებულია.
ჩემპიონატის ფარგლებში, გუნდმა თვრამეტი შეხვედრა ჩაატარა, თექვსმეტი მოგებით, ორი კი ფრედ დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე გორელთა ანგარიშზე 59 გოლია.
აღსანიშნავია, რომ გორელებმა მიღწეული წარმატებით, დროზე ადრე იზეიმეს გამარჯვება.
ცნობისთვის, შეჯიბრში 11 გუნდი მონაწილეობდა. გუნდებმა ორ წრედ იასპარეზეს.
ჩემპიონატი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს