

გორში ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ჭაბუკთა უმცროსი ასაკის მოკრივეები მონაწილეობდნენ. მათ შორის საუკეთესოები 19 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები საბა დვალიშვილი (36 კგ.), თემურ პავლიაშვილი (54 კგ.), ლიზა ლობჟანიძე (57 კგ.) და გიორგი მეგრელიშვილი (66 კგ.) გახდნენ.
რაც შეეხება ვარიანელ სპორტსმენებს, ზაზა მდინარიძემ (44 კგ.) და ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (46 კგ.) შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს