

სამი მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა ქართულ ჭიდაობაში გამართული ტურნირი.
მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, ორი კი ვერცხლის სინჯისაა.
შეჯიბრის გამარჯვებული 45 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა სეხნიაშვილი გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, დავით ხარიბეგაშვილი (40 კგ.) და ტატო საბაშვილი (55კგ.) დაეუფლნენ.
საპრიზო ადგილის მფლობელი სამივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
ცნობისთვის, ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა. შეჯიბრში საქართველოს რეგიონებიდან 2009-2010 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს