

გორი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს.
სპორტული აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბ „გორის“ ორგანიზებით გაიმართება და სპორტსმენის 76 წლის იუბილეს ეძღვნება.
ტურნირის პირველ თამაშში ერთმანეთს „გორი“ და „ბორჯომი“ დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 8 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველობისთვის 2011 წელს დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებული ათი გუნდი იბრძოლებს.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონის გუნდებთან ერთად, სამი უცხოური გუნდიც მონაწილეობს.
„ტურნირის ფარგლებში, 24 მატჩი გაიმართება. თამაშები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის, ქართლის და გურამ გაბუნიას სახელობის სტადიონებზე ჩატარდება. ღონისძიების მიზანი ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს