

ძიუდოში გამართულ აფხაზეთის ღია პირველობაზე, გორელმა სპორტსმენმა გოგონებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრში გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის და კლუბ „გორიჯვარის“ ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება პრიზიორებს, ნინი იაშვილი (48 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა) ანასტასია კურტანიძე (63 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა), ქეთი რობაქიძე (70 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა), თაკო გიგოლაევი (52 კგ. „გორიჯვარი“) და მაიკო ბიძინაშვილი (57 კგ. „გორიჯვარი“) ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ნატალი იაშვილის (48 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა), მარიამ ბოჭორაძის (40 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა) და მარიამ ბლიაძის (52 კგ. „გორიჯვარი“) ანგარიშზეა.
მარიამ იაშვილი (36 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა) მაგდა ჯალაბაძე (57 კგ. პაპიტაშვილის სახელობის სკოლა) შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს