

ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლის სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.
იოანე ნაცვლიშვილმა და გიორგი შიუკაშვილმა შეჯიბრი პირველი ადგილით და ოქროს მედლით დაასრულეს.
რაც შეეხება შიო კოპაძეს, სპორტსმენი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს ცოტნე დარბაიძე, ვალერი ქობლიანიძე და აკაკი პავლიაშვილი დაეუფლნენ.
სიდნეის ოლიმპიადის პრიზიორის - ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფოთში ჩატარდა. შეჯიბრში 2008-2009 წწ. დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს